logo
ENG



აბესაძე მოსამართლეობის კანდიდატ ფაფიაშვილზე:"ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტნიორი იყო

25 ოქტ 201908:28
3 წუთის საკითხავი
 
emb8wbd6yhui9g7.png

პარლამენტში დღეს მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ წევრს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაესაუბრებიან. ფაფიაშვილთან დეპუტატებს კითხვები ისეთ გახმაურებულ საქმეზე ექნებათ, როგორიცაა, გიორგი უგულავას და „კაბელების საქმე."

"თითოეული კანდიდატის მიმართ, გარდა იმისა, რომ ვაფასებთ მათ კეთილსინდისიერებასა და კომპტენციას, გვაინტერესებს რა სტანდარტებით და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამიტომ, ფაფიაშვილისადმიც გვექნება შესაბამისი შინაარსის კითხვები და საინტერესო იქნება მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ,"-განმარტავს რატი იონათამიშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ლალი ფაფიაშვილი ერთ-ერთი იმ მოსამართლეთაგანია, რომელიც "ქართული ოცნების" ინტერესებს ატარებს და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. 

"როგორც სხვა შემთხვევებში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვეცდებით საზოგადოებამ დაინახოს რა კომპეტენციის და, რაც მთავარია, როგორი არაკეთილსიდისიერი ადამიანები ცდილობენ უზენაეს სასამართლოში შეღწევას. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არაა არც ფაფიაშილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოღვაწეობისას, პრაქტიკულად, "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტნიორი იყო. მას არაერთი გადაწყვეტილების მიღების შეფერხებაში თუ ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაში მიუღია მონაწილეობა,-"აცხადებს ირაკლი აბესაძე.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლების კანდიდატი ლალი ფაფიაშვილი 2004 წლიდან 2007 წლამდე პარლამენტის წევრი იყო.

 


close დახურვა